საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან, ფილიპინებიდან და გერმანიიდან.
საქართველოში უკვე მეორე წელია ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლები მოღვაწეობენ, მოგვიანებით მათ იტალიური ენის პედაგოგებიც შეუერთდნენ, ახლადჩამოსულ პედაგოგთა შორის გერმანელი ენის მასწავლებელიც არის, რომელიც ინგლისურთან ერთად გერმანული ენის სწავლებასაც განახორციელებს. მომავალში ინგლისურისა და იტალიური ერნების პედაგოგებთან ერთად, გერმანული ენის მასწავლებლებიც ჩამოვლენ საქართველოში.
ტრენინგის გავლის შემდეგ უცხოელი პედაგოგების ნაწილი ქვემო ქართლის, სამეგრელოსა და თბილისის საჯარო სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.