03.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში მოღვაწე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.
მინისტრთან შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების, რეფორმებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა, ასევე, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ გამოცდილების, ღონისძიებების/აქტივობებისა და სამომავლო გეგმების მიმოხილვა. ეს იყო ამ ფორმატის ბოლო შეხვედრა. მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში განაწილებულ მოხალისეებს.
მინისტრის მოხსენების შემდეგ გაიმართა სესია, სადაც პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ მინისტრისა და ღონისძიების სხვა მონაწილეებისათვის.