სემინარი სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა და საატესტატო გამოცდების თაობაზე ჟურნალისტების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
სემინარის ფარგლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და ცენტრის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გამოსაშვები გამოცდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდეს.
ჟურნალისტები გაეცნენ გამოსაშვები გამოცდების პროცედურულ, შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეს. ერთღიანი სემინარი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ გაიმართა. გამოსშავები გამოცდები საჯარო და კერძო სკოლებში CAT - ის სისტემით წელს პირველად ტარდება.