20.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა პროფესიულ განათლებაზე გამართული ფოტოკონკურსის ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” მონაწილეები დააჯილდოვეს.
საუკეთესო ოცეულში მოხვედრისათვის კონკურსანტებს სერტიფიკატები დაურიგდათ. პირველი სამი ადგილის მფლობელებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ:
• პირველი ადგილი-iPod nano
• მეორე ადგილი-ნახევარი წელი უფასო ინტერნეტი
• მესამე ადგილი-100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძლენად
კონკურსი პროფესიულ განათლებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და GIZ-ს ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსანტებს ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადა 1 მაისს ჰქონდათ. ფოტოები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის ერთ-ერთი წევრი მსახიობი დუტა სხირტლაძე იყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეძლოთ.
საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვება თბილისში გემანიის დღეების ფარგლებში ჩატარდა.