საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების მიმდინარეობას სკოლების გარდა, სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით აკვირდება.
ცენტრალური სერვერი, სადაც თავს იყრის მთელს საქართველოში მიმდინარე გამოცდების შესახებ ინფორმაცია, სრულიად გამართულად მუშაობს და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ დაფიქსირებულა. სამინისტროს ძალისხმევით, ცენტრელური სერვერი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დამკვირვებლები საგამოცდო ცენტრში შექმნილ ნებისმიერ შეფერხებაზე ინფორმაციას მომენტალურად იღებენ.
გამოცდების წარმატებით ჩატარებისთვის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გამართულია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ინტერნეტმომსახურება. საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის კონკურსის წესით არიან შერჩეულნი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები. გარდა იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით ისინი მეთვალყურეობას ყველა სკოლას უწევენ, გამოცდების მიმდინარეობას ისინი სამინისტროში მოქმედი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრიდანაც აკვირდებიან.