25.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სპორტკომპლექს ”ირაოს” სტადიონზე ”სკოლბურთის” ფარგლებში გამართულ თამაშებს დაესწრო. ხუთი საუკეთესო გუნდი, რომელიც დღეს გამოვლინდა, დასკვნით ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ფინალური ტური ბათუმში ივნისის ბოლოს ჩატარდება.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. მისი შექმნა და საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლეს. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლი ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.
საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებით, უმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, რაც ხელს უწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.