27.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ესპანური ენის საგობრივ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.
ესპანური ენის საგნობრივ პროგრამაზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ესპანური ენის მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუშავეს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეიქმნა პროგრამები როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა დონისთვის.
ესპანური ენის საგნობრივი პროგრამის შინაარსი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ მომზადებულ უცხოური ენების მოქმედ სტანდარტზეა დაფუძნებული.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი კვლავ განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა უცხოური ენის ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორისაა იტალიური და თურქული ენები.