01.06.2011
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, ბავშვთა საერთაშორისო დღე ქუთაისის გაბაშვილის სახელობის პარკში გაატარეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მოზარდებმა და მანდატურებმა არაერთ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუზიარეს. აქციის ფარგლებში კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული გადასცა.
მანდატურების თქმით, ბავშვებთან თუნდაც ერთი ლამაზი დღის გატარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ბავშვებისთვისაც, რომლებთანაც მათ ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოზარდებისთვის არაერთი სხვა სიურპრიზიც იგეგმება.