07.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ დაესწრო.
კონფერენცია ევროსაბჭოს პროექტის "სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა" მხარდაჭერით გაიმართა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
კონფერენციის მიზანი იყო გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებას და განათლებას ეხება. მოხდეს სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება ბავშვთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საჯარო სკოლების დირექტორები და სხვა სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები.