ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემა წმინდა საყრდის სადესპანოს (ვატიკანის საელჩოს) ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით მომზადდა. აღნიშნული პუბლიკაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საელჩოს მიერ დაიბეჭდა.
პუბლიკაცია საქართველოს თითოეულ სკოლას საუჩქრად გადაეცემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემული გამოცემა წარმოადგენს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ორიგინალური ტექსტების თარგმანს თანამედროვე ქართულ ენაზე.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს გამოცემა ქართველ სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ძველ ქართულ სასულიერო ლიტერატურასთან დააახლოვებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პუბლიკაციის მნიშვნელობას და იმ დიდ მისიას, რის გამოც სამინისტრომ აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა.