11.06.2011
რუსთავის მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა რუსთავის
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს.
მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს მოზარდი პაციენტების გარდა ნებისმიერ სხვა ბავშვს მოხმარდება.
მანდატურები მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
სისხლის ჩაბარების აქციაში მანდატურები 2010 წლის დეკემბრიდან მონაწილეობენ და მსგავსი სოციალური პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.
*******
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, რუსთავისა და ყვარლის საგანმანათლებლო დაწესებულებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს მოზარდი პაციენტების გარდა ნებისმიერ სხვა ბავშვს მოხმარდება.