სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი არსი სკოლებისა და მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაა. მისი მიზანია დაადგინოს, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
წელს გრიფირების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა საკონკურსო პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა.
სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა” და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით”. დაწესდა ქულობრივი ბარიერი, სადაც განისაზღვრა, რომ სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიას უნდა გადაელახა მაქსიმალური ჯამური ქულების 90% (შინაარსობრივი) ბარიერი, სხვა შემთხვევაში წიგნს გრიფი არ მიენიჭებოდა.
2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, მოსწავლეები კი ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.