საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფმა მოსწავლეებმა ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. პრეზიდენტმა მათ გამოცდების დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. მოსწავლეთა საუკეთესო ასეული თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან არიან, მათი უმრავლესობა ოქროსა და ვერცხლის მედალზეა წარდგენილი.
წელს საატესტატო გამოცდებზე 50 000-მდე მოსწავლე გავიდა. მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა, მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
პრეზიდენტმა ჩატარებული საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა.
CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა.
საქართველოში CAT-ის ტიპის საატესტატო გამოცდები წელს პირველად ჩატარდა, მსგავსი მოდელით ესოდენ მასშტაბური გამოცდების განხორციელებას ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. გამოცდები ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ალგორითმით წარიმათა. საქართველოს მაგალითით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, უცხოელმა ექსპერტებმა ასევე დაიწყეს მუშაობა СAT-ის გამოცდების ქართული ანალოგის სხვადასხვა ქვეყანაში დანერგვაზე.
საატესტატო გამოცდები 8 საგანში მიმდინარეობდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური
ენა
(ერთი-ერთი),
მათემატიკა,
ისტორია,
გეოგრაფია,
ფიზიკა,
ქიმია
და
ბიოლოგია.
საატესტატო
გამოცდები
23 მაისს
ქართული
ენისა
და
ლიტერატურის
გამოცდით
დაიწყო
და
1 ივნისს
მათემატიკის
გამოცდით
დასრულდა.
საქართველოს
მოქალაქე
ეთნიკური
უმცირესობის
წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.