საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრს მისარ მარდანოვს. შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მომავალი გეგმები. ასევე ისაუბრეს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანში. შეხვედრაზე ასევე დაგეგმეს ერთობლივი საგნობრივი ოლიმპიადა ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს შორის, რომელიც შემოდგომაზე თბილისში გაიმართება.