სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო.
მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა. სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კინოთეატრ „რუსთაველის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში მოზარდებმა საბავშვო ფილმი „იქს მენი“ იხილეს. აქციის ფარგლებში, ბავშვებს მანდატურებმა საჩუქრები გადასცეს.
მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. სკოლის მანდატურის სამსახური მოზარდებს მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.