სამწუხაროდ, ერთ-ერთი მედია საშუალების მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სერთიფიცირებულ პედაგოგთა საათობრივი განაკვეთის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის №576 ბრძანების თანახმად სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყველა სერთიფიცირებულ პედაგოგს მისცეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი. შესაბამისი ბრძანება და ინსტრუქცია გადაგზავნილია საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.