28.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.
საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე. შტაბის შემადგენლობაში არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას”, მაგთიკომის” და ,,თელასის” წარმომადგენლები.
პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ თუ ორგანიზაციამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, შეჯამდება და შეფასდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.