საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბასილაშვილი, ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
გიორგი ბასილაშვილმა საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც მომზადებული ხვდება. იგი კომუნიკაბელური, რეალიზებული და აქტიური ახალგაზრდაა, სკოლაში გატარებულ წლებს ნაყოფიერად მიიჩნევს და თვლის, რომ მიუხედავად მისი პრობლემისა, ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რათა სრულყოფილი საშუალო განათლება მიეღო. გიორგის დიდი სამომავლო გეგმები აქვს, მან არჩევანი თეატრალური უნივერსიტეტის ხალხური საკრავებისა და ქართული საეკლესიო საგალობლების სპეციალობაზე შეაჩერა.
უსინათლოებისთვის გამოცდების ეროვნულ ცენტრში ტესტები ბრაელის შრიფტით მომზადდა. მომავალი წლისათვის მათთვის საატესტატო გამოცდების ჩაბარება, როგორც ყველა მეთორნმეტეკლასელისათვის, კომპიუტერების საშუალებით გახდება შესაძლებებლი, ამისათვის სპეციალური ხმოვანი პროგრამა შეიქმნება.
2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ ოთხი განსაკუთრებული საჭიროების მქონე აბიტურიენტი აბარებს.