ნიკა გილაურმა ჩატარებული
უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად
შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა
უმრავლესობამ აჩვენა.
CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520
საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ
გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების
გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე
გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. მათგან ხუთმა პროცენტმა
კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამოვლინდა საუკეთესო
მაჩვენებლების მქონე სკოლებიც.
გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.