03.07.2011
მანდატურების საჩუქარი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს
სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა სათაფლიის მღვიმე დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივიტთ განხორციელდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება მისცა მოენახულებინათ სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმე. მოზარდებმა ნაკრძალში ასევე მინის გამჭვირვალე გადასახედი დაათვალიერეს.
ორ უწყებას შორის დაწყებული თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი, სამომავლოდ მოზარდებს უამრავი ექსკურსია და სიურპრიზი ელოდება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდებს უამრავი საჩუქარი გადაეცათ.
დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მოზარდებში, რადგან ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიათი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა სათაფლიის მღვიმე დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება მისცა მოენახულებინათ სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმე. მოზარდებმა ნაკრძალში ასევე მინის გამჭვირვალე გადასახედი დაათვალიერეს.
ორ უწყებას შორის დაწყებული თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი, სამომავლოდ მოზარდებს უამრავი ექსკურსია და სიურპრიზი ელოდება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდებს უამრავი საჩუქარი გადაეცათ.
დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მოზარდებში, რადგან ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიანთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.