პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში 6, 7 და 8 ივლისს ჩატარდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა. 11 ივლისს იწყება გამოცდა დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის, მათ პირველად მიეცემათ გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა. ორნაწილიან ტესტზე სამუშაოდ პედაგოგებს 5 საათი აქვთ. ბრიფინგზე ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ დაწყებითი კლასების პედაგოგებს გამოცდის შესახებ ბოლო რეკომენდაციები მიაწოდა.