მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში „პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია„ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა. აქციაში 200 მანდატური და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, ისინი ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო ნივთებით დაბინძურებული ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ, რადგან აღნიშნული ტერიტორია გამუდმებით მოითხოვს დასუფთავებას.
მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი წმინდა ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
მანდატურების თქმით აქცია არ არის ერთჯერადი ხასიათის და მსგავს ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომავალშიც გააგრძელებენ.