12.07.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში მიმდინარე 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ.
აღნიშნულ დღეს 2-დღიან ტრენინგში თბილისი ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონების საჯარო სკოლების 80 დირექტორი მონაწილეობდა. ტრენინგის თემა იყო - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოვლა-პატრონობა - ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი; ზოგადად, ანალოგიური ტრენინგი საქართველოს 500 საჯარო სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაიარა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა 2011-2016 წლების ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი - ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელიც 2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში განხორციელდება.
საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში ივნისი-ივლისი-აგვიტოს თვეების განმავლობაში ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგებით დაწყებითი საფეხურის 8 000-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდება შემდეგი მიმართულებებით: ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი; ჩვენისაქართველო; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; ინგლისური ენა; ბუნებისმეტყველება; მუსიკა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ინკლუზიური განათლება.
ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა დაფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები, რომლებიც ურიგდებათ ტრენინგის მონაწილეებს. გარდა ამისა, ცენტრში მზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სხვა ხელშემწყობი მასალები.