საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები. ისინი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ,, საქართველოს კანონის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებლად ახორციელებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას და დამოუკიდებლად განკარგავენ ბიუჯეტს. შესაბამისად, თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს და ახორციელებს მათ დაფინანსებას.
მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლესი სასწავლებლის კომპეტენციაში შედის გახსნას თუ დახუროს მისი სტრუქტურული ერთეულის სახით არსებული ესა თუ ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონის მიხედვით არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობაში. ეს პრიორიტეტი ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, მინიჭებული აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.