საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდა.
მესამე წელია რაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტარდება. წელს გამოცდაზე მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა - 7 000 დარეგისტრირდა. გამოცდები ორ დღეს - 14 და 15 ივლისს ტარდება. პირველ დღეს მაგისტრობის კანდიდატთა ტესტები წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაზეა. წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულა 21-ია, აპლიკანტს მინიმალური 6,4 ქულის მოპოვება ევალება. ანალიტიკური წერისთვის მაქსიმალური ქულა 24-ია, აპლიკანტმა მინიმალური 7,3 ქულა უნდა დააგროვოს.
15 ივლისს აბიტურიენტები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაზე გააკეთებენ ტესტებს. ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, მინიმალური - 5,2, რაოდენობრივი მსჯელობის ტესტი 20 ქულით ფასდება, აპლიკანტმა 5,1 მინიმალური ქულა უნდა მოიპოვოს ბარიერის გადასალახად.
საბოლოოდ, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამ ნაწილში მაინც უნდა გადალახოს.
მაგისტრანტების დაფინანსებითვის გამოყოფილი თანხის 10% ნაწილდება შედეგების რეიტინგული სიის საფუძველზე, ამ შემთხვევაში მაგისტრანტი ნებისმიერ ფაკულტეტზე სარგებლობს გრანტით, თანხის 90% დარგების მიხედვით ნაწილდება. 40% ყველა მიმართულებით, 50% კი, პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც ყოველწლიურად დგინდება.
2011 წლისათვის დაფინანსება მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: