კოლეჯის საერთო საცხოვრებელი მაღალმთიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, სვანეთიდან 150 სტუდენტს მოემსახურება. თანამედროვე სასტუმრო საშუალებას მისცემს სასწავლებელს ორგანიზება გაუკეთოს საერთაშორისო კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს. ცენტრში სისტემატიურად ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები, ტურიზმის დარგის კონსულტანტ-ექსპერტები, ხდება სტუდენტთა გაცვლა. აჟამად, კოლეჯში გადამზადებას სომეხი სტუდენტები გადიან.
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ძირითადად ტურიზმის მიმართულებით ხდება მსურველთა გადამზადება: ტურიზმის ბიზნესი, სასტუმროს მენეჯერი, ტუროპერატორი, ბარის მენეჯერი, მიმტანი, სასტუმროს მომსახურე პერსონალი, სასტუმროსა და სარესტორნო ტექნიკის შემკეთებელი, კვების ობიექტის მენეჯერი, მზარეულ-კონდიტერი, უცხოენოვანი გიდი (დას. საქ. რეგიონის), პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი და ოპერატორ-ინსტრუქტორი.
ცენტრში განახლებული პროგრამებით გადამზადებულ სტუდენტთა 70% უკვე დასაქმებულია სასტუმროებში: ”შერატონ ბათუმი”, ”რედისონი”, ”ჯორჯიან პალასი”, ”პიაცა”, ”ბონი”, ”ოაზისი”, ”ელბაკური”, ”სავანე” და სხვა.