დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი მოხალისეები გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, აჭარისა და თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. წლის ბოლომდე 1500 პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.
ზაფხულის განმავლობაში მოხალისე მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში და მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე ერთი წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.
პროექტმა მთელს მსოფლიოში დიდი დაინტერესება და გამოხმაურება გამოიწვია.