საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge; www.facebook.com/mes.gov.ge) და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე სამაგისტრო გამოცდების ორი ნაწილის შედეგები გამოქვეყნდება. მაგისტრობის კანდიდატები ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგებს დღეს, 17 საათზე შეიტყობენ. ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი -5,2. რაოდენობრივი მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 20, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 5.1.
მესამე წელია რაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტარდება. წელს გამოცდაში მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა - 7 553 მონაწილეობდა. გამოცდები ორ დღეს - 14 და 15 ივლისს ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს სამ ნაწილში მაინც.