საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ამჯერად, კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 154 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
კახეთის რეგიონში 66 ოქროსა და 87 ვერცხლისმედალოსანია. მედლების გადაცემა თელავის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელდა. კოკა სეფერთელაძემ მედალოსნებს მომავალი წარმატებები უსურვა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც მათ საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს.
კახეთის რეგიონში მოსწავლეთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ დაძლია საატესტატო გამოცდები, რამდენიმე მოსწავლე ქულების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პირველ ასეულშიც მოხვდა, მათ საქართველოს პრეზიდენტისაგან პორტატული კოპიუტერები მიიღეს.
წარჩინებულ მოსწავლეთათვის მედლების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.