საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. სასწავლო წლის დაწყებამდე, მოხალისე პედაგოგთა რამდენიმე ნაკადს ველოდებით, წლის ბოლომდე სულ 1500 პედაგოგი ჩამოვა. ამჯერად, მოხალისეები ავსტრალიიდან, აშშ-დან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ.
ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულად ტრენინგს გაივლის. ზაფხულის განმავლობაში მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში და ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლის სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.