სასწავლო დაწესებულების მანდატურები და პარლამენტის წევრები რუსუდან კერვალიშვილი, ლაშა თორდია და ვახტანგ ბალავაძე, ბავშვთა სოფელ თბილისს“ ესტუმრნენ, ბავშვთა სახლში 5 წლიდან 14 წლამდე 70 აღსაზრდელი ცხოვრობს. სტუმრებმა ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები სიმღერაში და ლექსებში გაუზიარეს. როგორც მანდატურების ასევე პარლამენტარების თქმით , ერთობლივი საქველმოქმედო აქციები არ არის ერთჯერადი და მომავალშიც აუცილებლადც გაგძელდება.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.