”პრაიმტაიმის” ინიციატივით აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეუერთდა. კოკა სეფერთელაძემ და მანდატურებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოები ყვავილებით შეამკეს.
”პრაიმტაიმის” ინიციატივით აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული ხვალ იწყება, თუმცა აქციაში ჩართვის სურვილი უკვე ათასობით ადამიანმა და ორგანიზაციამ გამოთქვა. მანდატურის სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი, რომლიც ხსოვნის კვირეულს გამოეხმაურა.
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მანდატურები 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცებისადმი პატივის ნიშნად წითელი ყაყაჩოს გულსაბნევით ივლიან.