10 აგვისტოს დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება, რომელიც 15 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77), ხოლო რეგიონებში ყველა რაიონულ რესურს-ცენტრში. განაცხადები მიიღება ყოველდღე, კვირის გარდა, 10.00-დან - 18.00 საათამდე. სააპელაციო კომისიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე უხელმძღვანელებს.
გამოცდებში მონაწილე პირებს, შეუძლია გაასაჩევროს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება. სააპელაციო კომისიები ყველა საგანისთვის ცალ-ცალკე იმუშავებს.
აპელაციის ხუთდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მიღებული განაცხადების განხილვა დაიწყება, რასაც მოგვიანებით პირველადი შედეგების გამოქვეყნება მოყვება.
2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს 34 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6 868 სტუდნტმა, ხოლო ერთიანი სამაგისტრო გამოცდისთვის 7422 კანდიდატი დარეგისტრირდა.
რაც შეეხება პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებს, მისი შეეგების გამოქვეყნება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.