საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის რაიონში ახალ სკოლას აშენებს. სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის ძველი ხის შენობა 1931 წელს იყო აშენებული. ამორტიზირებულ შენობას ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაუვიდა. ამ სკოლის 150 მოსწავლეს მეზობელ სოფელში უხდებოდა სკოლაში სიარული. ახალი თანამედროვე სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, პარლელურად ხდება ეზოს მოპირკეთება - შემოღობვა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება და ამით ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.