პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება.
დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. ამერიკელი, კანადელი, ინგლისელი, გერმანელი და ახალი ზელანდიელი მოხალისეები გურიის, კახეთის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. წლის ბოლომდე 1500 პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.
ზაფხულის განმავლობაში მოხალისე მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში და მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე ერთი წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.
პროექტმა მთელს მსოფლიოში დიდი დაინტერესება და გამოხმაურება გამოიწვია.