პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლისა და მათი დასაქმების მიზნით, სამინისტრომ დასასვენებელ კომპლექს ”Golden Fleece” - თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შესაბამის ხელშეკრელებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ”Golden Fleece” -ის მმართველმა ნინო გეზმავამ მოაწერეს.
დასასვენებელი კომპლექსი Golden Fleece სოფელ ანაკლეაში მდებარეობს, დასვენებისთვის საუკეთესო ბუნებრივი მდებარეობა, თანამედროვე კეთიმოწყობილი გარემო ბევრ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს იზიდავს. აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მემორანდუმის ფარლგებში, პასუხისმგებლობას იღებს უზრუნველყოს სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში კვალიფიციური კადრების მომზადება Golden Fleece დასასვენებელ კომპლექსისა და ზოგადად, რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამავე დროს, დაკვეთის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს Golden Fleece-ში უკვე დასაქმებული პერსონალის გადამზადებას.
თავის მხრივ, Golden Fleece-ის მმართველობა ვალდებულებულია უზრუნველყოს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლა და დასაქმება დასასვენებელ კომპლექსში.
თანამშრომლობა სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან ცალკეულ პროფესიულ კოლეჯებს შორის აქამდეც არსებობდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მემორანდუმს უშუალოდ სამინისტრო აფორმებს. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, თანამშრომლობა დამსაქმებლებთან დროის მოთხოვნა და სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების კუთხით.