საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, დმანისის კვლევითი ჯგუფის და საველე სკოლის მონაწილეებს 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცათ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საზაფხულო პროგრამა.
დმანისის საზაფხულო საველე სკოლის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო და კოლაბორაციულ გარემოში, სტუდენტების დატრეინინგება მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა მესამე წელია, რაც იმართება და წელს ყველაზე დიდი სტუდენტებისა და მეცნიერებათა პედაგოგების რაოდენობით გამოირჩეოდა.
ამ პროექტში 13 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, აქედან 3 საქართველოდან, 1 პორტუგალიიდან, ხოლო დანარჩენი 9 ა.შ.შ. –დან, რომლებიც წარმოადგენდნენ 8 სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას.
დმანისის არქეოლოგიურ კვლევით გუნდთან ერთად, საველე სკოლის სტუდენტები ოთხი კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ არქეოლოგიურ გათხრებში. დამატებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ლექციების ციკლს, რომლებსაც საქართველოს, შვეიცარიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ამერიკის პროფესორები უძღვებოდნენ.