მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისა და მათი სწავლით დაინტერესების მიზნით, სასწავლო პროცესში სახალისო სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით, სერტიფიცირებულ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაში ტრენერები, საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ. მოწვეულ პედაგოგებს შორის იყვნენ ის მასწავლებლებიც, რომლებმაც სამინისტროს დაფინანსებით პროფესიულ უნარებში დიდ ბრიტანეთში ტრენინგი გაიარეს.
შეხვედრაზე განხილული იყო როგორც სახალისო სწავლების დანერგვის მეთოდები ასევე, ამ მეთოდების გამოყენების ხერხები, გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფებში სახალისო სწავლებისას სიტუაციური მაგალითებიც განიხილეს. ღონისძიებაზე სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ერთმანეთს ამ თემებთან დაკავშირებული მოსაზრებები გაუზიარეს და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი სასწვალო წლისთვის კონკრეტული გეგმები დასახეს.