საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც 2011 წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
ფოთის №3 საჯარო სკოლაში მთლიანად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა, გაკეთდა გადახურვა, დაიგო ახალი იატაკი, შეიღება ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, გარემონტდა და შეიღება შესასვლელი, დერეფნები, საკლასო ოთახები, გამოიცვალა კარებები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
ახალი სასწავლო წლიდან ფოთის №3 საჯარო სკოლის ათასამდე მოსწავლე სრულიად განახლებულ და კომფორტულ გარემოში გააგრძელებს სწავლას. აღნიშნული სკოლა ქალაქ ფოთში მოსწავლთა რაოდენობით ყველაზე მრავალრიცხოვანია. სკოლაში 13 სერტიფიცირებული მასწავლებელია, მათ შორის ერთ-ერთი ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით პირველ ოცხადუთ პროცენტში მოხვდა და მისი ხელფასი 1000 ლარია.