როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, 2011 წლის გამოცდებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტთა მომზადების დონე გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, რაც განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა.
წელს საუკეთესო შედეგების მქონე ათივე სტუდენტმა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე ჩააბარა, ხოლო ზოგადი მონაცემების მიხედვით, აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ჩაირიცხა. წინა წლებთან შედარებით საინჟინრო ფაკულტეტებზე მოთხოვნა 102 პროცენტით, ხოლო ზუსტ და საბუმებისმეტყველო ფაკულტეტებზე - 43 პროცენტით გაიზარდა.
გაიზარდა მოთხოვნა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც, სადაც წელს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო - თითო ადგილზე შვიდი განაცხადი.
შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაც. გრანტების 80 პრცოცენტი სწორედ საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე გადანაწილდა.