საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “ჩემი საქართველოს“ წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მწერლის ხსოვნის საღამოს დაესწრნენ და ბავშვებთან ერთად სპექტაკლი –„მე, ბაბუა, ძაღლი და დიდრო“ ნახეს.
ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მანდატურები მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ და მწერლის ოჯახის წევრებთან ერთად მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ქართველი გამოჩენილი მწერალი და მოღვაწე ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სქტემბერს გარდაიცვალა.