15.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საქართველოში პირველი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი დაათვალიერა. კლასი მოსწავლეებისთვის კომპანია ჯეოსელის საჩუქარია.
”წარმატებული მომავლისთვის” - ეს სურვილი ამოძრავებდა ჯეოსელს როდესაც ამ კლასის გაკეთების იდეა გაჩნდა.
ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გახდება. კლაში თავს კომფორტულად იგრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მასწავლებელს საშუალება ეძლევა მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს კომენტარი
• მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის; ქართულის; ქიმიის; ბიოლოგიის; ფიზიკის; გეოგრაფიის; გეომეტრიის გაკვეთილები;
• სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები);
• მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია;
• კლასში შესაძლებელი იქნება ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია (მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა);
პრეზიდენტმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებსაც. დაათვალიერა ინგლისური ენის კაბინეტი, გაესაუბრა ინგლისურენოვან პედაგოგს კრისტოფერ მინორას, რომელიც პატარებს ქართველ პედაგოგთან ერთად პირველივე კლასიდან შეასწავლის ინგლისურ ენას.
პირველკლასელებს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი კომპიუტერი -ბუკი დახვდათ. ბუკებში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები და თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს პატარებს უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და ისწავლონ ხალისით.