21.09.2011
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრმა შაშკინმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოადგილესთან განათლების საკითხებში მარიან ქრავენთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და განიხილეს ინგლისური ენის გაძლერების პროგრამები, კერძოდ, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან, პროგრამა ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის ფარგლებშიც წელს უკვე საქართველოში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვიდა. მარიან ქრავენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ინგლისური ენის გაძლიერების კუთხით მიმდინარე ინიციატივებს და ამ მიმართულებით მომავალ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.