23.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა კონკურსის „მე ომბუდსმენი“ – გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
კონკურსში „მე–ომბუდსმენი 2011“ პირველი ადგილი დაიკავეს თბილისის 112–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: თინათინ ასლამაზიშვილმა და თამარ ნოზაძემ, მეორე ადგილზეც თბილისელი მოსწავლეები გავიდნენ, კერძოდ 173–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკატერინე ჯანიაშვილი და დიანა ენდელაძე, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ორ გუნდს, სურამის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოფიკო ხაჩიძეს და ეკა გოგოლაძეს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კახა და გიორგი ბრეგვაძეებს.
“მე ომბუდსმენი“ არის სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის. კონკურსი სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას ემსახურებოდა.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.
კონკურსი დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით.
2011 წლის 1 ივნისს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია.
2011 წლის ივნისში დარეგისტრირდა 329 გუნდი (ანუ 1000 მოთამაშე) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აქედან 70% რეგიონებიდან.
1 ტურის შედეგად 329 გუნდიდან 76–მა გადალახა ბარიერი.
2011 წლის 4 ივლისს დაიწყო 2 ტური, რომლის შედეგადაც 76 გუნდიდან გამოვლინდა 10 ფინალისტი გუნდი.
8 სექტემბერს გაიმართა კონკურსის ფინალური რაუნდი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.
ფინალური რაუნდის ნაშრომები შეაფასა სამი დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ.