24.09.2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა
ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ბავშვთა სახლის პედაგოგებს კი სხვადასხვა სახის ყოველდღიური პრობლემების
მოგვარებაში გაუწიეს დახმარება. მანდატურებმა აღსაზრედელების კვება, ძილი და მათი
უსაფრთხოება დღეს პირადად უზრუნველყვეს. მანდატურებმა
ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
მანდატურები სხვადასხვა ბავშვთა სახლებს სისტემატურად სტუმრობენ და მსგავსი სახის აქციებს თითქმის ყოველ კვირა აწყობენ. საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
მსგავსი ღონისძიებები მანდატურებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობას და ნდობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფს.