იმ აბიტურიენტებისა და სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, გაცნობებთ, რომ არცერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული, მეტიც, ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება იგივე საფასურით მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება. სტუდენტების მობილობა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული სტუდენტი არ ჩაირიცხება მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.
ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის. ავტორიზაციის სტანდარტებია:
საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შეესაბამება თუ არა ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს ამას გარეშე ექსპერტები ადგენენ.