ძვირფასო მასწავლებლებო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას! განათლების სისტემაში მთავარ როლს პედაგოგი ასრულებს და იმისთვის, რომ საქართველოს განათლების სისტემა პასუხობდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასწავლებლების არსებობა. სერტიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტული რეფორმაა. კვალიფიციური მასწავლებლები კი დაფასდებიან როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს პედაგოგების პროფესიული ზრდისთვის, წინსვლისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!