ფინანსთა მინისტრმა პატარებთან ერთად სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაიკითხა, მათემატიკაში მათი ცოდნაც შეამოწმა და საჩუქრად „სახალიხო მათემატიკის“ წიგნებიც დაურიგა. სკოლის ბიბლიოთეკას დიმიტრი გვინდაძემ „სასკოლო ბიბლიოთეკის“ სერიით გამოცემული წიგნები გადასცა, რომლებშიც შესულია ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები, ქართული ხალხური ზღაპრები და საყმაწვილო მოთხრობები.
პროექტი ”წიგნის მეგობარი” რამდენიმე
წელია ხორციელდება და მისი მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა
და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის
პოპულარიზაციას.
პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი
ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას
უკითხავენ, ვიქტორინებს აწყობენ, იმართება
დისკუსიები წაკითხული
მასალის ირგვლივ. ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და
მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული.
უმცროსკლასელებთან მხატვრული ლიტერატურის ერთობლივი კითხვა მომავალშიც გაგრძელდება, პროექტში მონაწილეობის სურვილი არაერთ ცნობილ ადამიანს, მათ შორის საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და პოლიტიკოსებს აქვთ.