რესურსების ოთახი ცენტრის თანამშრომლების შემოწირულობებით გარემონტდა და აღიჭურვა ახალი ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ბიბლიოთეკით.
ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის წარმოწყებას აქტიურად აჰყვა ”ევროპული სკოლა”, რომელმაც შუაფხოს საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა სასკოლო მერხები, ტელევიზორი, წიგნები და საკანცელარიო ნივთები.
გამომცემლობებმა: ”ინტელექტი”, ”მერიდიანი”, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებით უზრუნველყვეს.
დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს კურატორობა აქვს აღებული.