20.10.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პალიკო კუბლაშვილმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახლადაშენებული საბაზო სკოლა გახსნეს.
სოფელ მუხურას სკოლის ძველი შენობა გასული საუკუნის 90-იან წლებში ხანძრისაგან განადგურდა, სოფლის მოზარდებს ოჯახებში და ძველი მაღაზიის შენობაში უხდებოდათ სწავლა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ მუხურაში თანამედროვე სკოლა აშენდა. სკოლის შენობა ხისაა და იგი თავისი ინფრატრუქტურით სრულიად ადაპტირებულია გარემოსთან.
ახალი სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. აღჭურვილია ახალი მერხებითა და სასწავლო ინვენტარით, აქვს საკონფერენციო დარბაზი, პროგრმა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, გახსნილია ინგლისური ენის კაბინეტი, ბიბლიოთეკა.
2011 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში, 12 ახალი სკოლა აშენდა და 400-მდე სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.